თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა

image
პროგრამის მიზანი:

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის მიზანია საქართველოში თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობა თხილის ბაღების მესაკუთრეების ან/და მფლობელების სტიმულირების გზით.

პროგრამის ამოცანაა თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირების გზით, თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობა.

image
პროგრამის მოკლე აღწერა:

პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია გაიცემა თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესაძენად, სუბსიდია განისაზღვრება შემდეგი პირობებით:

  • თუ ბენეფიციარს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში ჯამურად გააჩნია არანაკლებ 0.2 ჰა-დან არაუმეტეს 3 ჰა-ს ჩათვლით თხილის ბაღ(ებ)ი, სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 500 ქულით 1 ჰა თხილის ბაღზე გადაანგარიშებით, ქულა = ლარს, თხილის ბაღ(ებ)ის თითოეულ ასეთ ბენეფიციარზე;
  • თუ ბენეფიციარებს თანასაკუთრებაში ან/და თანასარგებლობაში ან/და ფაქტობრივ თანამფლობელობაში გააჩნიათ არანაკლებ 0.2 ჰა-დან არაუმეტეს ჰა-ს ჩათვლით თხილის ბაღ(ებ)ი თითოეულ ასეთ მიწის ნაკვეთზე სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 500 ქულით ჰა თხილის ბაღზე გადაანგარიშებით, 1 ქულა = 1 ლარს., ჯამურად ასეთ ბენეფიციარებზე;

ბარათ(ებ)ზე  დარიცხული  ქულების ან/ და თანხის გამოყენების ბოლო ვადაა 2025 წლის 31 აგვისტო. შესაბამისად, თუ ბენეფიციარის მიერ 2025 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით არ იქნება გამოყენებული "თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში დარიცხული სუბსიდიის ქულები, ავტომატურად მოხდება ანგარიშზე არსებული აუთვისებელი თანხის/ქულების ანულირება.

 

image
პროგრამის სამიზნე ჯგუფი და გეოგრაფიული არეალი:

  • პოტენციური ბენეფიციარი შეიძლება იყოს  საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, რომელსაც   საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში ან/და სახელმწიფოსგან ან/და მუნიციპალიტეტისაგან ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთ(ებ)ზე აქვს თხილის ბაღ(ებ)ი.

 

  • პროგრამის პირობებით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად პოტენციურ ბენეფიციარს დადგენილების ამოქმედების თარიღისთვის საქართველოში საკუთრებაში ან/და თანასაკუთრებაში ან/და სარგებლობაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში უნდა გააჩნდეს თხილის ბაღ(ებ)ი ჯამურად არანაკლებ 0.2 ჰა და არაუმეტეს 3 - ჰა.

 

პროგრამა განხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.

image
პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები:

პოტენციური ბენეფიციარი შეიძლება იყოს  საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, რომელსაც   საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში ან/და სახელმწიფოსგან ან/და მუნიციპალიტეტისაგან ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთ(ებ)ზე აქვს თხილის ბაღ(ებ)ი.

პროგრამის პირობებით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად პოტენციურ ბენეფიციარს დადგენილების ამოქმედების თარიღისთვის საქართველოში საკუთრებაში ან/და თანასაკუთრებაში ან/და სარგებლობაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში უნდა გააჩნდეს თხილის ბაღ(ებ)ი ჯამურად არანაკლებ 0.2 ჰა და არაუმეტეს 3 - ჰა.

image
პროგრამის ფარგლებში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1. მიწის მესაკუთრის/ფაქტობრივი მფლობელის/მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

2. წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

3. მიწის ნაკვეთის საკუთრების/სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

შენიშვნა*: მიწის ნაკვეთის საკუთრების /სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არ არის სავალდებულო, თუ მესაკუთრე/მოსარგებლე წარმოადგენს მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდს.

4. თხილის ბაღ(ებ)ის თანასაკუთრების/თანასარგებლობის/ფაქტობრივი თანამფლობელობის არსებობის შემთხვევაში, თანამესაკუთრ(ეებ)ის/თანამოსარგებლ(ეებ)ის/ფაქტობრივი თანამფლობელ(ებ)ის მიერ მიწის ნაკვეთის თხილის ბაღების კადასტრში რეგისტრაციის შესახებ ხელმოწერილი თანხმობის დოკუმენტი ან ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა (საჭიროების შემთხვევაში).

image
პროგრამის განხორციელების ვადები:

თხილის ბაღების კადასტრში რეგისტრაცია დაიწყება 2024 წლის 2 დეკემბრიდან და გაგრძელდება 2025 წლის 31 მარტის ჩათვლით

image
პროგრამაში ჩართვის/აპლიკაციის პროცესი:
1მეთხილე ფერმერებმა პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადით უნდა მიმართონ საგენტოს რეგიონის საინფორმაციო ცენტრებს
2საინფორმაციო ცენტრებში შეხვედრების განრიგი განახლდება ყოველ პარასკევს